ანონსები
2016 წლის 26-31 აგვისტოს ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ზაფხულის სკოლა ბათუმში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებთან დაკავშირებით. მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის მე-2-8 სემესტრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
ზაფხულის სკოლის ხელმძღვანელია ასოც.პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი, ხოლო მოწვეული ლექტორები იქნებიან გერმანელი იურისტი მარიო შიუტცე და საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ნინო ცაციაშვილი. ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით და და ნიშნების ამონაწერი ელ.ფოსტაზე - institute.criminallaw@gmail.com.
შემოსული ინფორმაციის დამუშავების შედეგად არჩეულ იქნებიან სტუდენტები, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მონაწილეები უფასოდ განთავსდებიან ბათუმში მდებარე საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის ბაზაზე არსებულ სასტუმრო ოთახებში, ხოლო ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს თვითონ უზრუნველყოფენ.
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 80 ლარს, რომელსაც სტუდენტი გადაიხდის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში. მონაწილეობის მსურველებს აღნიშნულ ელ.მისამართზე ინფორმაციის გამოგზავნა შეეძლებათ 15 მაისის ჩათვლით.